ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით  Future Agro Challenge Georgia იმართება

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით Future Agro Challenge Georgia იმართება.

როგორც ცნობილია, უკვე მესამე წელია, რაც აღნიშნული პროექტი საქართველოში ხორციელდება.

Future Agro Challenge საერთაშორისო შეჯიბრია, რომლის მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, "აგროპრენერების", ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და აგროკულტურით დაინტერესებული პირებს მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

ღონისძიების გენერალური პარტნიორია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და „ლიბერთი ბანკი“.

ღონისძიების ორგანიზატორია სტარტაპ ბიურო და „აგრო სოლუშენსი“. ღონისძიება 3, 4 და 5 დეკემბერს ტექნო პარკში გაიმართება.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია 29 ნოემბერს 23:59 საათამდე უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://facagro.com/compete-apply/

შერჩეული აპლიკანტები 3-5 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებენ ბუთქემფში ინტენსიურ ტრენინგ-პროგრამაში და საკუთარ პროექტებს ჟიურის წინაშე წარადგენენ, ჰაკათონის მონაწილეებსა და ფინალისტებს შორის ნაციონალური გამარჯვებული - "წლის აგროპრენერი" გამოვლინდება.

გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 2000 ლარის ოდენობით (საქართველოს ფერმერთა ასოციაციისგან) და წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship -ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, 2022 წელს.

"ჩვენი სურვილია სტარტაპ ეკოსისტემაში გამოჩნდეს მეტი ახალი აგრო სტარტაპი, რომლებსაც ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით სამომავლო განვითარებასა და წარმატების მიღწევაში, მომავლის აგრო გამოწვევა ის პროექტია, რომლითაც ახალ ტალანტებს აღმოვაჩენთ ყოველ წლიურად და მათ მსოფლიოს გავაცნობთ", - განაცხადა სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელმა და Future Agro Challenge Georgia -ს თანაორგანიზატორმა, გური ქოიავამ.

"მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ მდგრადი სოფლის მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დგას. Future Agro Challenge სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც აღმოაჩენს, თავს უყრის და აძლიერებს ახალგაზრდების მოტივაციას, რომ ინოვაციების მეშვეობით გადიჭრას მიმდინარე და სამომავლო გამოწვევები", - ამბობს „აგრო სოლუშენსის“ კომერციული დირექტორი და Future Agro Challenge Georgia -ს თანაორგანიზატორი ირაკლი ჩიქავა.

წლევანდელი Future Agro Challenge -ში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები, რომლებიც ევროპის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები არიან და ონლაინ რეჟიმში ისაუბრებენ მსოფლიოს ყველაზე მწვავე საფრთხეებზე, გამოწვევებზე და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე შემდეგი მიმართულებებით: ფერმის პროგრამული მენეჯმენტი და მისი პრაქტიკული გამოყენება სოფლის მეურნეობაში; სენსორები და მათი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში; წყლის და მიწის რესურსები: მათი დეფიციტი და თანამედროვე გამოსავლის გზები მათი ოპტიმალური მოხმარებისთვის; ურბანული მეურნეობა - საკვების წარმოების ახალი გზა; წყლის და მიწის რესურსები: მათი დეფიციტი და თანამედროვე გამოსავლის გზები მათი ოპტიმალური მოხმარებისთვის; საკვები დანაკარგი და მოსავლის აღების ტექნოლოგიები.

Future Agro Challenge Georgia შემდეგ კატეგორიებში გაიმართება: 1) კვების ტექნოლოგია 2) აგრო ტექნოლოგიები (ზუსტი სოფლის მეურნეობა, რობოტიკა, დრონები) 3) აგრომეტყევეობა 4) საკვები/სასმელი (პროდუქცია/რითეილი) 5) კვების უსაფრთხოება/მდგრადობა 6) საკვები ნარჩენები 7) კვება და ჯანმრთელობა 8) უსაფრთხოება და ჯანმრთელობა 9) შეფუთვა და ლოჯისტიკა 10) განათლება სოფლის მეურნეობის მიმართულებით 11) აგროტურიზმი 12) სოფლის მეურნეობის გამოშვება & დამუშავება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს