პოლონეთ - ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა.ინფორმაციას ქვეყნის სასაზღვრო პოლიცია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

,,კვირას, 21 ნოემბერს 346-ჯერ სცადეს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა“, - აღნიშნულია განცხადებაში. სასაზღვრო პოლიცია წერს, რომ მესაზღვრეებმა შემთხვევების აღკვეთა სცადეს და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარებისთვის 3 მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულთა შორის იყო საქართველოს მოქალაქეც.

პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე დაძაბული ვითარებაა. უამრავი მიგრანტი ევროკავშირში შესვლას ცდილობს. საფრთხის გამო პოლონეთმა საზღვარზე სამხედროების მობილიზება გააძლიერა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა