სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები სასწავლო პროგრამაში „ახალგაზრდების დასაქმება აქ და ახლა“  ჩაერთნენ

სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები ჩაერთნენ სასწავლო პროგრამაში „ახალგაზრდების დასაქმება აქ და ახლა“ (Real-Time Jobs for Youth), რომელიც მათი ციფრული უნარების გაუმჯობესებას ემსახურება და მყარ საფუძველს ქმნის მათი სამომავლო დასაქმებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ინოვაციების გლობალური ინიციატივის დაფინანსებით.

ამასთან, პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, ორგანიზაცია SOS-Kinderdorf, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და საკონსულტაციო კომპანია „მომავლის ლაბორატორია“.

„ახალგაზრდების დასაქმება აქ და ახლა“ მორგებულია სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ახალგაზრდების საჭიროებებზე, რომლებიც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ზრუნვის სისტემას ტოვებენ და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ.

ონლაინ ტრენინგებს, რომელიც ამ სასწავლო პროგრამის ფარგლებში ოქტომბერსა და ნოემბერში გაიმართა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოზარდები დაესწრნენ. ტრენინგის შედეგად, მათ გრაფიკული დიზაინისა და ციფრულ მარკეტინგის საბაზისო უნარები შეიძინეს და სოციალური მედიის გამოყენებისა და მართვის ტექნიკას დაეუფლნენ.

სასწავლო პროგრამის მაღალი ხარისხი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა უზრუნველყო. საკონსულტაციო კომპანიის „მომავლის ლაბორატორია“ დახმარებით, ახალგაზრდებმა შექმნეს ცოდნის ქსელი და ტრენინგზე შეძენილი უნარები თანატოლებს გაუზიარეს. სასწავლო პროგრამაში ასევე ჩაერთნენ კერძო კომპანიები, რომლებიც ტრენინგის მონაწილეებს სტაჟირებას და დასაქმებას შესთავაზებენ.

„განათლება ჩვენი საუკეთესო იარაღია სიღარიბესთან, უთანასწორობასა და გარიყულობასთან ბრძოლაში. ცოდნისა და უნარების მქონე ადამიანები უკეთ უმკლავდებიან ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს. მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

„საქართველოში ბევრი უმუშევარი ახალგაზრდაა, რომელთაც დასაქმებისთვის საჭირო ცოდნა და შესაბამისი უნარები არ გააჩნიათ. ამ მხრივ, ახალგაზრდები, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვას ტოვებენ და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადებიან, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან. ასეთ ახალგაზრდებს ჩვენი სასწავლო პროგრამა ახალი უნარებისა და დასაქმების შესაძლებლობის შეძენაში ეხმარება“, - აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.

სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამა UNDP-სა და UNICEF-ის მიმდინარე ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული საქმიანობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას ემსახურება და ხელს უწყობს განათლებული ახალგაზრდების კოჰორტის შექმნას, რომელიც წვლილს შეიტანს საქართველოს მზარდი ეკონომიკის განვითარებაში და წარმატებული საზოგადოების მშენებლობაში.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს