არჩილ თალაკვაძე - ენტონი ბლინკენის განცხადება პირდაპირი გზავნილია, რომ საქართველო და მისი მთავრობა ვაშინგტონს საიმედო სტრატეგიულ მოკავშირედ მიაჩნია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება პირდაპირი გზავნილია, რომ საქართველო და მისი მთავრობა ვაშინგტონს საიმედო სტრატეგიულ მოკავშირედ მიაჩნია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, რადიკალური ოპოზიციის და მის მიერ მართული მედიის პროპაგანდა “დასავლეთთან დაშორების” შესახებ სიცრუეა.

„ეს განცხადება დღეს არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში ემსახურება საქართველოს სტაბილურობის მხარდაჭერას და სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

რადიკალური ოპოზიციის და მის მიერ მართული მედიის პროპაგანდა “დასავლეთთან დაშორების” შესახებ სიცრუეა. სინამდვილეში:

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი კონსტიტუციაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში აისახა;

NATO-ს ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები საქართველოში, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარდა;

2015-2021 წლებში საქართველო იყო „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ და „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების“ მისიების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კონტრიბუტორი“, - აცხადებს თალაკვაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა