სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ შუალედურ ზომებს 24 ნოემბერს, საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ განიხილავს

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს პასუხობს.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ შუალედურ ზომებს 24 ნოემბერს, საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ განიხილავს

„ვადასტურებ თქვენგან 2021 წლის 18, 19 ნოემბრის კორესპონდენციების მიღებას, სადაც დადასტურებულია სასამართლოს რეგულაციის #39 წესი გათვალისწინებული თქვენი წინა მოთხოვნა, რომ განმცხადებელი გადაყვანილ იქნას ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.

თქვენი განცხადებები გადაეცა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ეთხოვა, მათი განცხადებების საპასუხო კომენტარის სასამართლოსთვის 24 ნოემბრამდე წარდგენა.

სასამართლოს პალატის პრეზიდენტმა დამავალა, შემეხსენებინა ორივე მხარისთვის, რომ სასამართლომ გამოიყენა სასამართლოს რეგულაციის #39 წესი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით და მიუთითა შესაბამისი დროებითი ზომები ორივე მხარისთვის : ა) განმცხადებელმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და ბ) მთავრობამ, 2021 წლის 17 ნოემბრის სამედიცინო დასკვნის გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მორგებული იქნება განმცხადებლის ამჟამად შეცვლილ სამედიცინო მდგომარეობასთან.

სასამართლო განიხილავს მითითებულ შუალედურ ზომებს, როგორც კი მოპასუხე მთავრობისგან 24 ნოემბერს დამატებით ინფორმაციას მიიღებს“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა