„პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი შოურუმის მშენებლობა დაიწყო

„პორშე ცენტრ თბილისში” შოურუმის რეკონსტრუქცია და სერვისცენტრის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს.

პრემიუმ ბრენდი მომხმარებელს უფრო კომფორტულ გარემოში ახალი შეთავაზებებით მოემსახურება.

„განახლებული სივრცე სრულად „პორშეს“ თანამედროვე, უახლესი სტანდარტით მოეწყობა. შოურუმი გაფართოვდება და ავტომობილების ახალ სამოდელო რიგთან ერთად, მომხმარებელს აქსესუარების ფართო სპექტრს შესთავაზებს. ადგილზე იქნება შესაძლებელი ავტომანქანის სალონისათვის სასურველი მასალის შერჩევაც.

მეტი კომფორტისათვის შოურუმი და სერვისცენტრი ერთ სივრცეში განთავსდება. „პორშეს“ მაღალკვალიფიციური მექანიკოსები, ახალ სერვისცენტრში ერთდროულად უფრო მეტი მომხმარებლის მომსახურებას შეძლებენ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც Tegeta Premium Vehicles-ის დირექტორი პეტრე წაქაძე განმარტავს, „პორშე ცენტრი თბილისი“ 10 წელია ქართულ ბაზარზე საქმიანობს.

„მომხმარებელს გერმანული ბრენდის სტანდარტების შესაბამის მომსახურებას ვთავაზობთ. „პორშეს“ სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენც მუდმივად ვზრუნავთ განვითარებაზე და გვინდა, რომ ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება გახდეს. მიხარია, რომ ჩვენი ახალი შოურუმი მოგვცემს საშუალებას ქართველ მომხმარებელს ბრენდი სრულყოფილად წარვუდგინოთ“, - აღნიშნავს პეტრე წაქაძე.

როგორც „თეგეთა მოტორსში“ აღნიშნავენ სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეში, 2022 წლის ივნისში დასრულდება. მანამდე კი „პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს „თეგეტა ჰოლდინგის“ ცენტრალური ფილიალის პირველ სართულზე ელოდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს