ილიაუნი გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან კამპანიას უერთდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) თანამშრომლობით ტრადიციულად უერთდება გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან გლობალურ კამპანიას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიაუნიდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გენდერული ძალადობის აღმოფხვრის კამპანია, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, აერთიანებს სხვადასხვა აქტივობას, რომელთა საერთო მიზანია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კამპანიის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება რამდენიმე ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიებების განრიგი : დისკუსია სერიალზე „მოახლე” (Maid)

დრო: 27 ნოემბერი, 12:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით

ვრცლად: https://bit.ly/3HFgho6

პანელური დისკუსია „ფსიქოლოგიური ძალადობა – ქალთა მიმართ ძალადობის უხილავი ფორმა და მსხვერპლთა მხარდაჭერის მექანიზმები“

დრო: 4 დეკემბერი, 17:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით

ვრცლად: https://bit.ly/3oVDZEe

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო