გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის პირადი ექიმის და მეგობრების სურვილებს, რომ რამდენჯერაც მას თავი ასტკივდება, კურორტზე გავუშვათ, სერიოზულად არავინ შეხედავს

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის და მეგობრების სურვილებს, რომ რამდენჯერაც სააკაშვილს თავი ასტკივდება, კურორტზე გავუშვათ, სერიოზულად არავინ შეხედავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვები მოხსნილია.

"სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით მგონი დასრულდა ყოველგვარი სპეკულაციები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უზრუნველყოფილია სახელმწიფოს და შესაბამისი უწყებების მიერ და ამაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.

რაც შეეხება მისი პირადი ექიმის და მეგობრების სურვილებს, რომ სააკაშვილს რამდენჯერაც თავი ატკივდება, იმდენჯერ დასასვენებლად სადღაც კურორტზე უნდა გავაგზავნოთ, ამას ბუნებრივია, არც ერთი ჩვენი მოქალაქე და არც სხვა სერიოზულად არ შეხედავს. ის როგორც პატიმარი მიიღებს სრულყოფილ სამედიცონო მომსახურებას, მაგრამ მოიხდის სასჯელს, როგორც აქვს მისჯილი სასამართლოს მიერ,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო