გიორგი კანდელაკი - ახლა საქმე გვაქვს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედების მიმართ რევანშთან, თუმცა ამ ყველაფერს აუცილებლად მოჰყვება რეფორმების ხელახალი ციკლი

„ვარდების რევოლუციამ” სხვა ყველაფერთან ერთად დაამტკიცა, რომ ქრთამი და ასევე, “კანონიერი ქურდი” ქართული კულტურის ნაწილი არ არის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა „ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ვენდეტა მიმდინარეობს.

„ვარდების რევოლუცია“ სხვა ყველაფერთან ერთად, საბჭოთა კავშირთან წყვეტა იყო და ჩვენი საზოგადოების მცდელობა, რომ ეს ჭიპლარი მოგვეჭრა, საბჭოთა ჭიპლარი, მე ასე ვიტყოდი. ახლა საქმე გვაქვს რაღაც პირუკუ ციკლთან, რევანშთან, ამის გამოხატულებაა ეს ვენდეტაც „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედებთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ამას აუცილებლად მოჰყვება ხელახალი რეფორმების ციკლი. ეროვნული გამოცდები არის „ვარდების რევოლუციის“ ყველაზე ჩაკარგული, კოლოსალური მიღწევა, რომელმაც ჩვენს სოციალურ ქსოვილში გარღვევა მოახდინა. „ვარდების რევოლუციამ“ სხვა ყველაფერთან ერთად, დაამტკიცა, რომ ქრთამი და ასევე, „კანონიერი ქურდი“ ქართული კულტურის ნაწილი არ არის“, - განაცხადა კანდელაკმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს