გუგა ბესელია - ჩვენი ორგანიზაციის კვლევის შედეგებით, 14-დან 18 წლამდე მოზარდების ჯგუფის 48%-ს აქვს შემხებლობა აზარტულ თამაშებთან

„აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელი გუგა ბესელია მიიჩნევს, რომ ონლაინ კაზინოების საკითხი გონივრულად უნდა დარეგულირდეს და მასში ფსიქოლოგებიც ჩაერთონ.

როგორც მან აღნიშნა, ლუდომანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელიც ყველა ასაკობრივ კატეგორიას ეხება.

„რაც შეეხება რეგულაციას, ვფიქრობთ, რომ ასაკობრივი ზღვარი გასათანაბრებელია. სათამაშო ბიზნესში გვაქვს 2 რეგულაცია ასაკთან დაკავშირებით, ონლაინის მიმართულებით 18 წელი, სახმელეთო ტიპის სამორინეების მიმართულებით 21 წელი. ეს გასათანაბრებელია, მაგრამ 25 წელი საიდან მოვიდა ჩემთვის გაუგებარია. ეს საბოლოოდ ძალიან დიდ პრობლემას შექმნის. რას ვუშვებით იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დამოკიდებულება, ქცევითი აშლილობა ლუდომანიის სახით. 23, 24 წლის ადამიანებს რას ვუშვებით? რამე სარეაბილიტაციო პროგრამას ვთავაზობთ? არა, უბრალოდ, ვეუბნებით, რომ ითამაშონ. თუ ეს ადამიანები არ ითამაშებენ, მათ რეალურად 2 გზა აქვთ: ერთი არის იატაკქვეშეთი, რომელიც არის კრიმინალური გზა და საბოლოოდ, ბევრად უფრო კრიმინალურ გარემოს მივიღებთ საქართველოში და მეორე, გლობალური ბაზარი“,- განაცხადა მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ბესელიამ.

მისი განმარტებით, სათამაშო ბიზნესი გონივრულად უნდა დარეგულირდეს. როგორც გუგა ბესელია განმარტავს, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა მექანიზმებით და როგორ აიკრძალება ინტერნეტში აზარტული თამაშების თაობაზე რეკლამა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და ამ კვლევის შედეგებით მიხედვით, 14-დან 18 წლამდე მოზარდების ჯგუფის 48%-ს აქვს შემხებლობა აზარტულ თამაშებთან. რეალურად, კანონი არის, მაგრამ არ მუშაობს. თუ ეს კანონიც ასევე მივიღეთ და უბრალოდ, ასაკი 25 ეწერა 18 წლის ნაცვლად, მაშინ რა აზრი აქვს კანონში რა ეწერება?! მთავარი არის აღსრულების ნაწილი“,-განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი, საერთოდ აკრძალვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის