„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებს ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ხვალ, 24 ნოემბრიდან იზღუდება ისნის რაიონში, შუამთის ქუჩა N10ბ-სა და გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩა N12-ში მდებარე სერვის ცენტრებში ვიზიტი.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით აგრძელებს მომხმარებლების დისტანციურ რეჟიმში მომსახურებას. არსებულ ვითარებაში „ჯივიპი“ მოუწოდებს მომხმარებლებს, მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით. აუცილებლობის შემთხვევაში, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით, მომხმარებლებს ადგილზე ვიზიტი და მომსახურების მიღება შეუძლიათ თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში (სათავო ოფისის მიმდებარედ) და მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრებში. რაც შეეხება რუთავის წყლის მომხმარებლებს, მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც სერვის ცენტრში, ასევე დისტანციურად.

დისტანციური მომსახურებისთვის ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი კომპანიის პასუხს ასევე ელექტრონული ფოსტით მიიღებს. დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა