ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნების" მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ ვინმეს მხრიდან დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს „ნაცმოძრაობაა"

„ქართული ოცნების" გუნდის მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება და არასდროს დამდგარა სტრასბურგის სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილება, თუკი ვინმეს მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სტრასბურგის გადაწყვეტილებები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა," ეს ადამიანები თავს ესხმიან სტრასბურგს და მის გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრის წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მათი პოზიცია თავიდანვე იყო ცნობილი, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება შესრულდებოდა.

„ჩვენ სტრასბურგის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვითვალისწინებთ, პატივს ვცემთ და ვახდენთ მის იმპლემენტაციას, შესაბამისად, საუბარი ვინ, ვის რა წერილი მისწერა, რა პასუხი მოვიდა, აბსოლუტურად უადგილოა მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ თავდაპირველადვე განვაცხადეთ, რომ სრულად შევასრულებდით სტრასბურგის გადაწყვეტილებას და სისრულეში მოვიყვანდით ნებისმიერი საჭიროებიდან გამომდინარე, რაც დადგებოდა დღის წესრიგში. წერილებზე კომენტარები აზრს მოკლებულია, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება და არასდროს დამდგარა "ქართული ოცნების" გუნდის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილება, თუკი ვინმეს მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სტრასბურგის გადაწყვეტილებები ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაგალითად, „რუსთავი 2"- ის საქმეზე, გირგვლიანის საქმეზე და ა.შ. ეს ადამიანები თავს ესხმიან სტრასბურგს და მის გადაწყვეტილებებს, ხოლო „ქართული ოცნება" ყოველთვის არის მტკიცედ იმ აზრზე, რომ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას შევასრულებთ", - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა