ექიმი ნინო შარაშენიძე - ფიზიკურადაც და ლაბორატორიულადაც ბევრად უკეთესია სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობა, დღეს იყო პირველი მცდელობა ფეხზე გავლის

კონსილიუმის წევრის, ექიმის ნინო შარაშენიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ზოგადი თერაპიული სტატუსი დინამიკაში გაუმჯობესდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე, ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, თერაპიული სტატუსი რეაბილიტაციის ვადასა და ჩატარებული თერაპიის მოცულობას შეესაბამება.

„პაციენტი თავს გრძნობს მხნედ და აქტიურია. იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით, რასაც აწესებს ენდოკრინოლოგი და რაც წერია დაავადებათა მართვის საერთაშორისო გაიდლაინში. სანდრო ცისკარიძემ შეაფასა მისი ნევროლოგიური სტატუსი და ჩემი აზრით, უკეთესი მდგომარეობა იყო. კვების პარალელურად, რეგულარულად ხორციელდება ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე მისაღები მედიკამენტების დოზირების კორექცია და ასევე, მათი ჩამონათვალიც კორეგირდება. ჩვენთან ერთად დღეს იყო წარმოდგენილი არამხოლოდ ნევროლოგი და ენდოკრინოლოგი, არამედ იყო განსტროენტეროლოგი, რეანიმატოლოგი, როგორც ჩვენი კონსილიუმის წევრი, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოდან გულიკო ქილიფთარი. ეტაპობრივად აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. ფიზიკურად გაცილებით უფრო აქტიურია. დღეს იყო პირველი მცდელობა მისი გატარების. კრიზისულ დღეებს რაც შეეხება, ეტაპობრივად, ყოველდღიურად უკეთესაც გამოიყურება, ფიზიკურადადაც და ლაბორატორიულადაც. ბევრად უკეთესია მისი კლინიკური მდგომარეობა,“- განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“