ომბუდსმენი - არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა, ვვარაუდობ, მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად

საქართველოს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა, ჩვენ პროცესში ზედამხედველობის მიზნით ჩავერთვებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ წარდგენილ კონსილიუმს ომბუდსმენის კონსილიუმი ე.წ. მეორე მოსაზრებას წარუდგენს.

“გუშინ მივიღეთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის წერილი, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით, რასაც ჩვენ ვუპასუხეთ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა, ჩვენ პროცესში ჩავერთვებით პროცესის ზედამხედველობის მიზნით. ასევე, სახელმწიფოს მიერ წარდგენილ კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს ე.წ. მეორე მოსაზრებას, რაც სამედიცინო სივრცეში მოსაზრების გაზიარების და რეკომენდაციების წარდგენის მხრივ აპრობირებული გზაა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოცემულ დროებით ღონისძიებას, ნინო ლომჯარიას ვარაუდით, ხელისუფლებამ იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად ემზადებოდა.

„მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა, ვვარაუდობ, მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად. როგორც ჩანს, სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდათ სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, მაღალი ალბათობა იყო იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. რეალურად, იცოდნენ, რომ სასამართლო ექსპერტიზის გადაწყვეტილებას დაეყრდნობოდა“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა