გედევან ფოფხაძე - თუ ვსაუბრობთ იმაზე, ვინ არის დამნაშავე ქართველი ხალხის წინაშე, მაშინ სააკაშვილის გვერდით კამერაში უნდა იჯდეს ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კალაძე და ა.შ.

თუ ვსაუბრობთ იმაზე, ვინ არის დამნაშავე ქართველი ხალხის წინაშე და გვინდა, ის ხალხი დავსაჯოთ, მაშინ სააკაშვილის გვერდით კამერაში უნდა იყოს ივანიშვილი, ღარიბაშვილი, მერე კალაძე და ა.შ. , - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პროცესის ან ბიძინა ივანიშვილის მძევალი არ უნდა იყოს.

„მე რომ მკითხოთ, თუ მაგ სტანდარტით წავალთ, სააკაშვილის გვერდით კამერაში ივანიშვილი უნდა იჯდეს ან ყველა დავიჭიროთ, ვინც კანონისა და ხალხის წინაშე მტყუანია. ჩემი აზრით, სააკაშვილის მთავარი მინუსი და დანაშაული მისი მხრიდან ერთპარტიული და ერთპიროვნული რეჟიმის დამყარებაა, რომელიც ხელისუფლების დანაწევრების პრინციპს უგულვებელყოფდა. იგივე გააკეთა ივანიშვილმა, ერთი ერთზე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, ვინ არის დამნაშავე ქართველი ხალხის წინაშე და გვინდა, ის ხალხი დავსაჯოთ, მაშინ სააკაშვილის გვერდით კამერაში უნდა იყოს ივანიშვილი, ღარიბაშვილი, მერე კალაძე და ა.შ.“, - განაცხადა ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძის თქმით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით „ცოდავს“.

ამასთან ფოფხაძის თქმით, რომ მისთვის მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვისას უცხოელი მოსამართლეების მოწვევის საკითხი მიუღებელია.როგორც ის აღნიშნავს, არასწორი თანამიმდევრობაა, როცა ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტას აყენებს პრიორიტეტად და შემდეგ ვადამდელ არჩევნებს.

„ჩვენ უნდა დავანებოთ სააკაშვილზე საუბარს თავი და ვადამდელ არჩევნებზე ვისაუბროთ. სააკაშვილის საკითხი ვადამდელ არჩევნებს უნდა დავუკავშიროთ. „ნაციონალური მოძრაობა“ დღის წესრიგს პირიქით აყენებს, ჯერ გადაწყდეს სააკაშვილის საკითხი და შემდეგ ვადამდელი არჩევნებისო, ეს არასწორი თანმიმდევრობაა. ჩვენ ჯერ საქართველოს უნდა მივხედოთ და მერე უკეთეს საქართველოში მივხედავთ სააკაშვილსაც“,- განაცხადა ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით სწორ ნაბიჯებს არ და ვეღარ გადადგამს. ამასთან, მისი შეფასებით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, ძალიან აგრესიული მოძრაობა უნდა დაიწყოს.

„ქართული ოცნების“ მხრიდან სწორი ნაბიჯი ვერანაირად ვეღარ გადაიდგმება, რადგან ის უკვე იქცა ნაცრისფერ-წითელ იდეოლოგიურ, ფაშისტურ-ბოლშევიკურ ძალად. ამიტომ, „ქართული ოცნება“ სწორ ნაბიჯს ვერ და არ გადადგამს. მისთვის სააკაშვილი არის საშუალება, გაიმართლოს თავი ამომრჩეველთან, რომლისთვისაც 9 წელი არაფერი გაუკეთებია. ამიტომ, ის დღეს ხალხის ყველაზე დაბალ ემოციებზე თამაშობს და ეუბნება, არაფერი გაგიკეთე, არცერთი დაპირება არ შეგისრულეო. ბიძინა ივანიშვილი კი ამბობს, ყველა დაპირება შევასრულეო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რეალურად რა დაპირება შესრულდა ხალხთან მიმართებით. ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ შეუძლია თავის ამომრჩეველს და თავის მომხრეებს შესთავაზოს, ეს არის სააკაშვილი ციხეში. თუ „ქართული ოცნება“ ამაზე უარს იტყვის, თავის მომხრეებს დაკარგავს. ის თამაშობს შურისძიებაზე, პირად ანგარიშსწორებაზე. ფაქტია, სააკაშვილს საქართველოში მომხრეებიც ჰყავს, მაგრამ რეალურად, უფრო მეტი ავისმოსურნე და მტერი ჰყავს“,-განაცხადა ფოფხაძემ.

მისი განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ ხალხის გრძნობებზე არ უნდა ეთამაშა, რადგან ეს ამორალური საქციელია.

„პირდაპირ გეტყვით, სააკაშვილი არ მომწონს, არც ის 9 წელი მომწონდა და მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ის პოლიტიკური არჩევანი, რომელიც ჩემთვის მისაღები იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ თამაშით და სააკაშვილის პერსონის გაზრდით, ხალხისა და ქვეყნის წინაშე ყველა დანაშაული გადაფარა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ამასთან, მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ევროპარლამენტარებთან დაგეგმილი შეხვედრაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან „ყვითელი და წითელი“ ბარათი უკვე ნანახი აქვს.

„ამ ხელისუფლებას „ყვითელი ბარათიც“ ნანახი აქვს და „წითელიც“. ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელსაც მსგავს საუბრებში არანაირი უხერხულობის განცდა არ აქვს, მაგ კუთხით სტერილიზებული ადამიანია. ოპონენტს უყურებს და პირში შეუძლია უთხრას ტყუილი, მისი ემოციით ვერ გაიგებ რას განიცდის, სწყინს თუ უხარია. ბიძინა ივანიშვილმა ნახა იდეალური შუამავალი მასსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ჩვეულებრივი მარიონეტია და რეალურად, საცეცებით ბიძინა ივანიშვილი მართავს. ასეთი მარიონეტი ივანიშვილისთვის იდეალურად მისაღებია“,- განაცხადა ფოფხაძემ.

მისი თქმით, რაც არ უნდა ისაუბროს ხელისუფლებამ ევროპარლამენტარებთან, მათ იციან, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპასთან საერთო არაფერი აქვს.

„ეს არის პროპუტინისტურ-ფაშისტურ-ბოლშევიკური ხელისუფლება. მათ ევროპარლამენტარებთან რა არგუმენტებითაც არ უნდა ისაუბრონ, „ქართულ ოცნებას“ ევროპასთან არაფერი საერთო კარგა ხანია არ აქვს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა