ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნა დასრულდება და ქვეყანას განვითარების გზა უახლოეს მომავალში გაუჩნდება

სააკაშვილი ოლიგარქს დიდხანს დატყვევებული ნამდვილად ვერ ეყოლება. ამაში ეჭვი თავად ბიძინა ივანიშვილს არ ეპარება - მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნა დასრულდება , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დიდხანს არ იქნება საპატიმროში.

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, საქართველოს განვითარების გზა უახლოეს პერიოდში გაუჩნდება.

„არ უნდა გეპარებოდეთ ეჭვი, მიხეილ სააკაშვილი, ამ ყველაფრის შემოქმედი ადამიანი, რომელმაც ქვეყანა სახელმწიფოდ აქცია თავის მეგობრებთან, თანამებრძოლებთან, კოლეგებთან, საზოგადოებასთან ერთად, ოლიგარქს დიდხანს დატყვევებული ნამდვილად ვერ ეყოლება. ამაში ეჭვი თავად ბიძინა ივანიშვილს არ ეპარება და ზუსტად იცის, რისი იმედი ჰქონდა და ვერაფრით მიიღო: მას ეფემერული წარმოდგენა ჰქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში გატყდებოდა და ბრძოლაზე ხელს აიღებდა - რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნა დასრულდება და ამ ქვეყანას განვითარების გზა უახლოეს მომავალში გაუჩნდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა