მაიკლ გალერი - ჩვენ მივმართავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, რომ ვითარებაზე პასუხისმგებელი ორივე მხარეა - მოვუწოდებთ მათ, გამონახონ საერთო ენა

შევიტყვე, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა, რასაც მივესალმები, თუმცა ზოგადი პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება, რაც სამწუხაროა ქვეყნისთვის მოცემულ ვითარებაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ სტრასბურგში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გალერი მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, საერთო ენა გამონახონ.

„ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე. შევიტყვე, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა და მკურნალობს, რასაც მივესალმები. ჩვენ მისთვის არასდროს შეგვითავაზებია შიმშილობის დაწყება, თუმცა ზოგადი პოლიტიკური პოლარიზაცია რა თქმა უნდა, გრძელდება, რაც სამწუხაროა ქვეყნისთვის მოცემულ ვითარებაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში დაინტერესებულ მხარეებს, გამონახონ საერთო ენა. ერთი საკითხია საკონსტიტუციო რეფორმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მეორე საკითხია მოსამართლეთა შერჩევა და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ყველა ჩაერთოს ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესში. ევროკავშირთან ასოცირების და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება არის ფართო დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს, რა თქმა უნდა, გვინახავს შეფერხებები. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის უზარმაზარი მცდელობა, დახმარებოდა საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლაში. ჩვენ მივმართავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, რომ ორივე მხარეა ვითარებაზე პასუხისმგებელი,“- განაცხადა მაიკლ გალერიმ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდის წევრები სტრასბურგში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი ევროპარლამენტარებს ხვდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა