დავით ჭიჭინაძე - ღარიბაშვილი პირდაპირ ვერ დაეთანხმა ივანიშვილს დამცინავ შეფასებებში, რომ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ მაინც არ აწყენინა და აბსურდული განცხადებები გააკეთა

ღარიბაშვილი პირდაპირ ვერ დაეთანხმა ბიძინა ივანიშვილს მის დამცინავ შეფასებებში, რომ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ მაინც არ აწყენინა და ისეთი აბსურდული განცხადებები გააკეთა რომ დამამტკიცებელი დაუდო, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აბსურდია, როდესაც 200 ათასი ადამიანის დასაქმებას აანონსებ და თან ორ-ორ ადგილას, გამოდის 600 ათასი სამუშაო ადგილი ყოფილა ქვეყანაში და აქამდე დამალული ჰქონდათ.

„გარდა ამისა, 200 ათასი კაცის სამუშაო ადგილის შექმნა, დამატებითი ღირებულების შექნას ნიშნავს. ანუ ჩვენს ქვეყანაში იმდენი ახალი დამატებითი პროდუქტი შეიქმნება, რომ იქიდან შემოსული გადასახადებით არათუ პენსიონერს მოემატება პენსია და მასწავლებელს ხელფასი, ეს ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტს გაარმაგებს. რაც ჯერ ვერავინ მოახერხა, ხოლო თუ ეს ყველაფერი ღარიბაშვილმა ამდენი ხანი იცოდა და ორი პრემიერობის მანძილზე გვიმალავდა, მაშინ ივანიშვილის მდივანი კი არა, დასაჭერი ყოფილა.

ან რას ნიშნავს საზოგადოებრივად სასარგებლო სამუშაოები?! აქამდე ვიცოდით, რომ ამას პატიმრებს უსჯიდნენ და ასე აპირებს პრემიერი 200 ათასი ადამიანის დასაქმებას?!

გამოდის ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ სოციალური დახმარების შეწყვეტას აპირებენ, რადგან დაფინანსების წყარო აღარ არსებობს. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ისედაც დაცლილი ქვეყნიდან ახლა უკვე ნამდვილად ყველა გაიქცევა, ვისაც კი ამის ელემენტალური საშუალება მიეცემა.

ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება კი არაა ამოგლეჯილი კონტექსტიდან, კონტექსტიდან მთელი 9 წელია ამოგლეჯილი, რასაც ვერასოდეს გავასწორებთ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა