სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 24 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 ნოემბერს, თბილისის ზოგიერთი რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე არჩილის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, მეფე მირიანის და გიორგი გეხტმანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სააკაძის მოედნის, მეფე მირიანის, კოსტავას და ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის(ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, სანაპიროს, რომის, უზნაძის, ჩერნიშევსკის, ზაქარია ქურდიანის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის, ტყვიავის, მოსე გოგიბერიძის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას, არჩილ ქურდიანის, მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, დოდო აბაშიძის, ჭოროხის და კიევის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და კიევის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შროშის, ქობულეთის, კეკელიძის, მარაბდის, მარუხის გმირთა, შატბერაშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, შეშელიძის და რამაზ შენგელიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, ორხევის დასახლების, ქიზიყის და კორნელი სანაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაოინების (ნაწილობრივ), ცისკარიშვილის, ქინძმარაულის, ჯავახეთის, ვიქტორ კუპრაძის, მაჭავარიანი-წერეთლის და ილია სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, საიათნოვას, აბოვიანის, გრიგოლ ხანძთელის, ერეკლე მეორის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის და თუმანიანის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო