არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 31 000 ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა

არასტანდარტული ვაშლისგან მიღებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე იყიდება და ჩვენი ქვეყანა 4-დან 5 მილიონამდე ევროს შემოსავალს იღებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ხანიშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძესთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს კომპანიაში „ნატურალ 7“ გაეცნო.

სამინისტროში განმარტავენ, რომ კომპანია „ნატურალ 7“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. მიმდინარე წელს, საწარმოში, პროგრამის ფარგლებში, 5 500 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა. მათივე ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში არსებული ხილის გადამმუშავებელი საწარმოები არასტანდარტული ვაშლის მიღებას შეუფერხებლად განაგრძობენ. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 12 კომპანიის მიერ ჯამში გადამუშავებული ვაშლის რაოდენობამ 31,000 ტონაზე მეტი შეადგინა.

„აღსანიშავია, რომ შიდა ქართლი ვაშლის წარმოების მხრივ პირველ ადგილზეა. ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაშლის მოსავლის დროული დაბინავება. სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობა ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უზრუნველყოფს”, - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, აბელ აბესაძემ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 15 დეკემბრამდე შეძლებენ. პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“