იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, სააკაშვილთან დადებული პირობის შესასრულებლად და იქ გასაშვებად ემზადებიან, სადაც არჩევნებამდე იყო, ასე ნელ-ნელა გვაპარებენ - პოლარიზაციის შემცირების გზად ეს გამოდგება

ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილთან დადებული პირობის შესასრულებლად და იქ გასაშვებად ემზადებიან, სადაც არჩევნებამდე იყო, ასე ნელ - ნელა გვაპარებენ - პოლარიზაციის შემცირების გზად ეს გამოდგება,- ასე ეხმიანება „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია სტრასბურგში პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მმართველი გუნდის შეხვედრას ევროპარლამენტარებთან.

მისი თქმით, მიესალმება, თუკი მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვებენ. ამასთან, დეპუტატი ეხმიანება ღარიბაშვილის განცხადებას, რომ არ აინტერესებს რას იტყვის ზოგიერთი მიკერძოებული ევროპარლამენტარი და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები „ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის არის განკუთვნილი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ევროპარლამენტარებზე არის საგზალი „ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის, ვინც საქართველოში არიან, ხოლო ირაკლი კობახიძის სტრასბურგში გაკეთებული განცხადება განკუთვნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, სადაც თავს აჩვენებენ, რომ თითქოს ევროპული ღირებულებების მიმდევარი და ერთგული მთავრობა გვყავს", - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, მმართველი გუნდის წარმომადგენლები სტრასბურგში ევროპარლამენტარებს ხვდებიან. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო პარტნიორების სურვილია პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა მიხეილ სააკაშვილსაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა