პაატა მანჯგალაძე - რაც უფრო ბევრს ივლიან ევროპაში, ბევრ პარტნიორს შეხვდებიან და მოუსმენენ, უკეთესია კობახიძისთვის, „ქართული ოცნებისთვის" და ქვეყნისთვის

რაც უფრო ბევრს ივლიან ევროპაში, ბევრ პარტნიორს შეხვდებიან და მოუსმენენ, უკეთესია, თუმცა, მთავარი პრობლემა არის ის, რომ „ქართული ოცნება" იწოდება ხელისუფლებად, ჩვენ როგორმე ამას უნდა დავაღწიოთ თავი, მანამდე სასიკეთო ცვლილებების იმედი არ უნდა გვქონდეს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის წევრების სტრასბურგში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ კრიზისზე "ქართული ოცნებაა" პასუხისმგებელი და პასუხისმგებლობის ჭრილში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ტოლობა ვერ იქნება.

„ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ტოლობას ვერ დავსვამთ. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის ვიწროპარტიული ინტერესების გამო ზიანის მიყენებას არ ვაპირებთ. ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ჰყავს ერთი პასუხისმგებელი პირი და ეს არის "ქართული ოცნება", რადგან ის არ გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. რაც შეეხება მათ ვიზიტს, რაც უფრო ბევრს ივლიან ევროპაში, ბევრ პარტნიორს შეხვდებიან და მოუსმენენ უკეთესია კობახიძისთვის, "ქართული ოცნებისთვის" და ქვეყნისთვის. თუმცა, მთავარი პრობლემა არის ის, რომ "ქართული ოცნება" იწოდება ხელისუფლებად, ჩვენ როგორმე ამას უნდა დავაღწიოთ თავი, მანამდე სასიკეთო ცვლილებების იმედი არ უნდა გვქონდეს ქვეყანაში", - განაცხადა მანჯგალაძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს