ირაკლი ქადაგიშვილი - დააგვიანა მამუკა ხაზარაძემ - მისი ინიციატივა დაძრული მატარებლის დაწევას ჰგავს

დააგვიანა მამუკა ხაზარაძემ, უფრო ღრმად რომ ჩაეხედა საპარლამენტო ცხოვრებაში, ნახავდა, სულ მცირე ორი ამოცანა, რაც დასახა, უკვე წარმატებით ხორციელდება - მისი ინიციატივა დაძრული მატარებლის დაწევას ჰგავს,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის 3-პუნქტიანი გეგმის გარშემო მრგვალი მაგიდის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა.

ამასთან, ქადაგიშვილი ხაზარაძეს ურჩევს, როცა ლუსტრაციაზე საუბრობს, ოპოზიციას "ჩაუღრმავდეს".

„დააგვიანა მამუკა ხაზარაძემ, ერთი წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში შემოვიდა, უფრო ღრმად რომ ჩაეხედა საპარლამენტო ცხოვრებაში და პოლიტიკაში, ნახავდა, რომ სულ მცირე ის ორი ამოცანა, რაც მან დასახა, მათ შორის აშშ-სთან თანამშრომლობა როგორც სამხედრო, ასევე სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან წარმატებით ხორციელდება. მისი ეს ინიციატივა დაძრულ მატარებელთან დაწევაა და კარგია, მაინც არაუშავს თუ ამას შემოუერთდება. რაც შეეხება ლუსტრაციის საკითხს, კარგი იქნება, თუ ოპოზიციას ღრმად ჩაუღრმავდება და მიხვდება იმას, რაც ევროკავშირის ერთ-ერთ რეზოლუციაში ეწერა - ის, რომ როცა ისინი არ შემოდიოდნენ პარლამენტში, ეს არის ის სურათი, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს რუსეთის ფედერაციას", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, "ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის" მძლავრი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც მოხდება:

"1. საქართველოში აშშ-ს სამხედრო ობიექტების განლაგება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც საკანონმდებლო ასევე ეკონომიკური კუთხით.

2. აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფად ამოქმედება, რომელიც საქართველოს ეკონომიკას და მის მოქალაქეებს მისცემს სწრაფი ეკონომიკური ზრდის საშუალებას.

3. “ლუსტრაციის კანონი” - ეროვნული კონსოლიდაციისა და სუვერენიტეტის დაცვის აქტის მიღება - მტრული სახელმწიფოების სამსახურში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსავლენად".

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო