25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის მონაკვეთი ორმხრივად ჩაიკეტება

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების გამო, კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩის შუა ნაწილი, 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორმხრივად ჩაიკეტება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან განუცხადეს.

მათივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა. ამ ეტაპზე კი, იწყებს საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშ ჩატანისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს ასფალტის ახალი საფარის დაგებას, გზის გაფართოებასა და ტროტუარების მოწესრიგებას.

„აღნიშნული სამუშაოების გამო, აუცილებელია სამანქანო გზის ორმხრივი მოძრაობის აკრძალვა, რის გამოც 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის შუა ნაწილი - N90-დან N100-მდე, ორმხრივად ჩაიკეტება. ამასთან, შეიცვლება N57 და N80 ავტობუსების სამოძრაო სქემაც. ისინი ორთაჭალის ქუჩა N90-მდე მივლენ.“

დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა