მიხეილ დაუშვილი - „ოცნებას“ მოვუწოდებთ, ახალი მოსამართლეების დანიშვნის ნაცვლად, იუსტიციის საბჭოს რეფორმირებისთვის პარტია „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი პროექტის განხილვა დაიწყოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლო სისტემაში არსებულ „გავლენის ჯგუფებს“, კიდევ უფრო ასუსტებს ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ, აზიანებს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა დღეს პარლამენტში ანა ბუჩუკურთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დეპუტატებმა მმართველ გუნდს მოუწოდეს, მათ მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში რამდენიმე თვის წინ ინიცირებული ცვლილებების განხილვა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირებისთვის სამუშაო პროცესი დაიწყოს.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია „ოცნება“ აგრძელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და უვადოდ დანიშვნის პროცესს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმის გარეშე. ამ რეფორმის გარეშეც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლო სისტემაში არსებულ „გავლენის ჯგუფებს“, კიდევ უფრო ასუსტებს ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ, აზიანებს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას და რა თქმა უნდა, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი კანონის უზენაესობის გზაზე. ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლებამ არაერთხელ ღიად თქვა უარი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე და ამის ნათელი დასტური იყო მაგალითისთვის, 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ, პირდაპირ საწინააღმდეგოდ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება; მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული პირობის - ევროკავშირის წინაშე ნაკისრი პირობის შეუსრულებლობა, რამაც დაგვაკარგინა 75 მლნ ევროს ოდენობის დახმარება და რა თქმა უნდა, არჩევნების მეორე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის არჩევა ყველანაირი გამჭვირვალე პროცესის გარეშე. ხელისუფლების ეს ნაბიჯები ცალსახად ადასტურებს იმას, რასაც ჩვენი გუნდი ამბობს დაფუძნების დღიდან - ეს არის ის, რომ „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნებისთვის აკეთებს ყველაფერს და ამისთვის მზად არის საფრთხე შეუქმნას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დააზიანოს ქვეყნის საერთაშირისო რეპუტაცია. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ ნდობის ასამაღლებლად მნიშვნელოვანი არის შესაბამისი ძირეული რეფორმების გატარება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იუსტიციის უმაღლესი საბჭოში და ამის მთავარი შედეგი უნდა იყოს „გავლენის ჯგუფების“ აღმოფხვრა და საბჭოში კონცენტრირებული ძალაუფლების დაბალანსება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პარტიის - პარტია „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში რამდენიმე თვის წინ ინიცირებული პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები, რომლის ინიცირებიდან გასულია 4 თვეზე მეტი და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ „ოცნებამ“ ვერ მოიცალა იმისათვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან და შინაარსობრივ ცვლილებაზე განხილვა დაგვეწყო.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ ორგანიზაცია „ოცნებას“, დროულად დაიწყოს აღნიშნული ცვლილებების განხილვა და ასევე დაიწყოს გამჭვირვალე სამუშაო პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირებისთვის,"- განაცხადა დაუშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო