თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპის და კოვიდ ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის და შესაძლოა, ორივე ერთდროულად გაკეთდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპის და კოვიდ ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის და შესაძლოა, ორივე ერთდროულად გაკეთდეს.

როგორც გაბუნიამ განმარტა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ვაქცინაციის ჩატარება ნებისმიერი მსურველისთვის პირველ დეკემბრამდე შესაძლებელია უსასყიდლოდ იმ დაწესებულებეში, სადაც ხდება გრიპის ვაქცინაცია.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრს დეტალური ნუსხა აქვს იმ დაწესებულებების, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია. გრიპის და კოვიდ ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის, შესაძლოა ორივე გაკეთდეს ერთდროულად. თუმცა, თუ პაციენტი მაინც მიიჩნევს, რომ მას სჭირდება გარეკვეული ინტერვალი ესეც დასაშვებია.

რაც შეეხება კოვიდსაწინაარმდეგო ვაქცინაციას, თვითონ ვაქცინის ორ მილიონზე მეტი დოზა ადმინისტრირებულია და ჩვენ მოცვის კუთხით ვუახლოვდებით ერთ მილიონს. თბილისი ლიდერობს, თბილისში ცოტა არის დარჩენილი იქამდე, რომ მივაღწიოთ 60%-მდე მაჩვენებელს. შემდეგ მოდის აჭარა, მაღალი მაჩვენებლია რაჭა-ლეჩხუმში. შედარებით ჩამორჩება იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთში არის უფრო დაბალი მაჩვენებელი“, - აცხადებს გაბუნია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა