თამარ გაბუნია - ეპიდემიოლოგიური კუთხით სურათი რთული რჩება, მაგრამ სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები მაინც აღინიშნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, თუმცა, სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები აღინიშნება.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ჰოსპიტალური სექტორი განიტვირთოს.

„ეპიდემიოლოგიური კუთხით სურათი რთული რჩება, მაგრამ სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები მაინც აღინიშნება. დღეს შემთხვევების რაოდენობა 3000-ზე ოდნავ მაღალი იყო, რაც ნაკლებია გასული კვირის იგივე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. მაღალ ნიშნულზე გარკვეული სტაბილიზაცია, რა თქმა უნდა, იმედისმომცემია, მაგრამ არ არის იმის საფუძველი, რომ ჰოსპიტალური სექტორი ან ჯანდაცვის სექტორის სხვა ნაწილი რამენაირად განიტვირთოს. მობილიზებული რჩება 9112 საწოლი", - აღნიშნავს გაბუნია.

რაც შეეხება ვაქცინაციას, როგორც გაბუნია განმარტავს, ჩატარებული აცრების დღიური რაოდენობა 10 ათასს მიუახლოვდა.

„ალბათ, ბოლო თვენახევრის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ 10 ათასს მიუახლოვდა დღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობა. 8 ნოემბრის შემდეგ, რაც გააქტიურდა 60 წელს ზემოთ პირებისთვის წახალისების პროგრამა, ეს აღმოჩნდა გარკვეული სტიმული და მოიმატა ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინირებულების რაოდენობამ. ეს ჯერ მაინც რჩება საერთო რაოდენობის 35-37%-ზე, რაც მცირეა და მნიშვნელოვანია გაიზარდოს“,- აღნიშნავს გაბუნია.

ამასთან, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი ინტენსიური თერაპიის სპეციალისტებს ტრენინგს უტარებს, სადაც აქცენტი კეთდება ინტენსიური შემთხვევების მართვაზე, ამასთან ახალი მედიკამენტების დანერგვაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო