თამარ გაბუნია - საბედნიეროდ, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის - მუშაობა იმ ჯგუფთან გვჭირდება, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა

საბედნიეროდ, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის - ჩვენ დღეს მუშაობა იმ ჯგუფთან გვჭირდება, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა და გარკვეული სიკეთე უნდა დაინახოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა მეტად თანმიმდევრული და პოზიტიური კამპანია იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს.

„ვაქცინაციის კამპანიას დაეხმარება თანმიმდევრული და პოზიტიური მესიჯები, რაც გააძლიერებს ვაქცინაციის მიმართ დადებით განწყობას და არ შექმნის კიდევ მეტ ეჭვს, რაც ბევრ შემთხვევაში ნამდვილად არის. მექანიზმს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ არის ბაზისური და სტანდარტული მიდგომები ინფორმირების სახით. გარდა ამისა ფინანსური სტიმული, რომელიც მუშაობს. ყველა მხრიდან საჭიროა მეტად თანმიმდევრული და პოზიტიური კამპანია იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს წარმატებით.

საბედნიეროდ, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის. ზოგადად ამაზე ჩვენი გამოცდილებაც მიუთითებს. ჯგუფი, რომელიც არცერთ შემთხვევაში ვაქცინაციის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არ არის დიდი, რაც ჩვენთვის საიმედო მაჩვენებელია. ჩვენ დღეს მუშაობა იმ ჯგუფთან გვჭირდება, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა და გარკვეული სიკეთე უნდა დაინახოს“, - აღნიშნავს გაბუნია.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს