ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს მოსახლეობის 90-95%-მა რომ ატაროს პირბადე, ამით იანვრამდე 200-300 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება

პირბადე დღეს ყველამ რომ ვატაროთ, მოსახლეობის 90%-95%-მა, მარტო ამით იანვრამდე დავზოგავთ კიდევ 200-300 ადამიანის სიცოცხლეს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ამასთანავე, აღნიშნა, რომ პანდემიის მართვა არ არის მხოლოდ იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ამას მართავს, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ყველაზე კარგად ვირუსის გავრცელება მაშინ იმართებოდა, როდესაც საზოგადოება მაქსიმალურად სოლიდარული და დამყოლი იყო.

„ხარვეზები ყველაფერში არის. პანდემიის მართვა ეს არ არის მარტო იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ამას მართავენ, აქ უნდა იყოს სერიოზული დამყოლობა. როდესაც დამყოლობა იყო უკეთესი, შარშან გაზაფხულზე, როდესაც ჩვენ ყველა ვიყავით ერთად, იყო დიდი სოლიდარობა ქვეყანაში პანდემიის მართვასთან დაკავშირებით და საზოგადოება ვიყავით ერთიანი, მაშინ პანდემია იმართებოდა.

სამწუხაროდ, ეპიდმაჩვენებლები გვიუარესდება ქვეყანაში, რაც არ არის კარგი. ის, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი გვაქვს ძალიან დაბალი და აღსრულება არ არის, მე ამას ხშირად აღვნიშნავ და ეს არის ერთ-ერთი ხარვეზი. უნდა მოეთხოვოს პასუხი ყველას, ვინც აღსრულებაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ მე ხშირად გეუბნებით, მარტო შოლტის და მათრახის პრინციპი არ მუშაობს. უკვე 2 წელი გავიდა და უნდა გვესწავლა და ვისწავლოთ, რომ ეს უმარტივესი, რაც არის როგორმე ყველამ ვატაროთ. ჩვენ რომ ყველა ვიყოთ სოლიდარული და პირბადე დღეს ყველამ ვატაროთ, მოსახლეობის 90%-95%-მა, ჩვენ იანვრამდე დავზოგავთ კიდევ 200-300 ადამიანის სიცოცხლეს მარტო ამით. ხომ შეიძლება ეს შევიგნოთ, გავითავისოთ და გავაკეთოთ. მარტო ის, რომ მე თქვენ დაგადგეთ თავზე და გინდა თუ არა დაგაჯარიმოთ, დაგიჭიროთ, არ მუშაობს, ბატონო, ეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა