ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველზე თავდასხმა მიუღებელია, ისევე როგორც ომბუდსმენის მხრიდან კონტრშეტევა არ არის ის, რითაც უნდა იყოს დაკავებული

სახალხო დამცველზე ასეთი თავდასხმა ჩემთვის მიუღებელია, ისევე როგორც სახალხო დამცველის მხრიდან კონტრშეტევა არ არის ის, რითაც უნდა იყოს დაკავებული სახალხო დამცველიც, - ამის შესახებ პარტია მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის მანდატის პოლიტიზება მისთვის მიუღებელია.

„ჩემი აზრით, ამ პროცესებმა ერთი ძალიან ცუდი რამ გამოავლინა, სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში, გახდა თავდასხმის ობიექტი. იმის მიუხედავად, რომ ვიღაც შეიძლება იზიარებდეს მის მოსაზრებებს, ვიღაც არა, თვითონ სახალხო დამცველზე ასეთი თავდასხმა ჩემთვის მიუღებელია, ისევე როგორც სახალხო დამცველის მხრიდან მერე ასეთი კონტრშეტევა, ეს არ არის ის, რითაც უნდა იყოს დაკავებული სახალხო დამცველიც, პოლიტიკური პარტიებიც.

სახალხო დამცველს თავისი მანდატი აქვს და ახორციელებს, ამ მანდატის განხორციელების პოლიტიზირება არ მიმაჩნია ზოგადად სწორად არავის მხრიდან", - განაცხადა იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა