გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი დათრგუნულია, ძველებური არ არის, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით - მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ გავათავისუფლოთ, სხვა გამოსავალი არ არის

ადამიანი არის დათრგუნული, ძველებური არ არის როგორსაც ჩვენ ვიცნობდით, ჩემი სურვილია, რომ ის იყოს თავისუფალი - მთელი საზოგადოების აქტიურობა არის საჭირო, არავითარი შესვენება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად სუსტად არის და გადაადგილება უჭირს.

„თვალშისაცემია, რომ ადამიანი არის დათრგუნული, ძველებური არ არის, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით. ჩემი სურვილია, რომ ის იყოს თავისუფალი და მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს ადამიანი გავათავისუფლოთ - სხვა გამოსავალი არ არის. გაოგნებული ვარ, გუშინ მოვისმინე განცხადება, რომ მისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა. ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? მთელი საზოგადოების აქტიურობა არის საჭირო, არავითარი შესვენება", - განაცხადა გიული ალასანიამ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს