ვახტანგ კალოიანი - უმნიშვნელოვანესია დროული და სანდო გამოძიება, რათა ზეწოლის მოსყიდვის და სხვა არაკანონიერი მეთოდების გამოყენება, დასრულდეს

სამწუხაროდ, ეს ტრაგიკული ფაქტი, რომელიც მოხდა არის ამ ერთიანი ჯაჭვის შემადგენელი, რომელშიც მოიაზრება მოსყიდვა და დაშინება ოპოზიციური საკრებულოების სურათის შესაცვლელად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა, რითაც ბათუმში საკრებულოს გარდაცვლილ დეპუტატ, ნუგზარ ფუტკარაძესთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს იქ , სადაც ოპოზიციაა გამარჯვებული, რეალური სურათი შეცვალოს.

"ქართული ოცნება" ცდილობს ყველგან შეცვალოს რეალური სურათი იმ საკრებულოებში, სადაც ოპოზიციამ ამ ეტაპეზე გაიმარჯვა. ძალიან მნიშვნელოვანია დროული და სანდო გამოძიება, რათა დასრულდეს ზეწოლის მოსყიდვის და სხვა არაკანონიერი მეთოდების გამოყენება ჩვენი მოსახლეობის რეალური ნების შეცვლისთვის“, - აცხადებს ვახტანგ კალოიანი.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა