გია ვოლსკი ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებაზე - ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება უფრო ხისტი პასუხიც გაეცა ქვეყნის ხელმძღვანელს

თუკი განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და აღნიშნავს იმას, თითქოს ქვეყანას პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ამ განცხადებას ასეთი პასუხი ეკუთვნის, ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება უფრო ხისტი პასუხიც გაეცა ქვეყნის ხელმძღვანელს , - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი, არ არის საინტერესო.

მისი თქმით, ორმაგი სტანდარტია, როცა პრემიერ-მინისტრის მსგავს განცხადებას აკრიტიკებს ოპოზიცია, რადგან მათგან უსაფუძვლო აგრესიული განცხადებები ახსოვს საერთაშორისო პარტნიორების მისამართით.

"ცალკეულ დეპუტატებს რაც შეეხება, თუნდაც, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იყოს განცხადებები გაკეთებული, უნდა გავითვალისწინოთ შინაარსი. გავითვალისწინოთ, რომ "ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები გავეშებულები უტევენ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას თუკი რაიმე კრიტიკული იქნა მათ მიმართ გამოთქმული. რაც შეეხება შინაარსს , თუკი საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და აღნიშნავს იმას, რომ თითქოს ქვეყანას პოლიტიკური პატიმარი ჰყავს მიშა სააკაშვილის სახით, რასაკვირველია, ამ განცხადებას ასეთი პასუხი ეკუთვნის, ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება უფრო ხისტი პასუხიც გაეცა ქვეყნის ხელმძღვანელს, მაგრამ ამაში არ არის საქმე, საქმეა ორმაგ სტანდარტში. ჩვენ გვახსოვს კრიტიკული განცხადებები "ნაცმოძრაობის" ლიდერებისგან, რომელიც ხშირად უსაფუძვლო აგრესიით გამოირჩეოდა. გვახსოვს სააკაშვილის განცხადება, რომ იმპერიალისტური და კოლონიალისტური დამოკიდებულება აქვს აშშ- ის საქართველოს მიმართ, მაშინ მისი მედია სამსახური დუმდა ამ საკითხებზე. ასე რომ, შინაარსი შევაფასოთ და მერე ვიმსჯელოთ რამდენად საფუძვლიანია თუ უსაფუძვლო პრემიერის იქნება თუ ოპოზიცონერის განცხადებები", - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა