თამარ ტალიაშვილი ოკუპაციაზე ახალგაზრდების მიერ შექმნილ მედია პლატფორმას გაეცნო

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი თამარ ტალიაშვილი, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით შექმნილი მედია პლარტფორმის დამფუძნებელ ახალგაზრდებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილი საქართველოს პარლამენტის განთლებისა და მეცნიერების კომიტეტში და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტში ასამბლეის მიერ მომხსენებლად არის არჩეული თემაზე „ახალგაზრდობა და მედია".

მათივე ცნობით, სწორედ ამ ფორმატში გაიმართა შეხვედრა, სადაც ისაუბრეს საზოგადოების სწორი ინფორმირებულობისათვის მედიის პოზიტიური მიზნებით გამოყენების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გვქონდა პატივი და დავაინიცირეთ რეზოლუცია ახალგაზრდობისა და მედიის შესახებ. მე ვარ მომხსენებელი ამ მიმართულებით და ამ მნიშვნელოვან პროცესში, სარეზოლუციო მუშაობის ფარგლებში დღეს შევხვდი უკვე ცნობილი და წარმატებული ახალგაზრდული ინიციატივის, პლატფორმა Georgian Liberty-ის ავტორებს.

ეს არის ორენოვანი ვებ საიტი საქართველოს უახლესი ისტორიისა და ოკუპაციის შესახებ, რომლის მიზანია, საქართველოში კონფლიქტისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე და მას სათავეში უდგანან თხუთმეტი წლის ახალგაზრდები.

ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი, რომ მათ მიერ მედია გამოყენებული იყოს პოზიტიურად, საზოგადოების სწორი ინფორმირებულობისთვის, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით.

ეს პლატფრომა უზრუნველყოფს და სწორედ იმას ემსახურება, რომ არ გავრცელდეს დეზინფორმაცია, როგორც ამას რუსეთი ცდილობს, მის მიერ რბილი ძალის გამოყენებით საზოგადოების და საერთაშორისო აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას საქრთველოსთან ომის წარმოების პერიოდთან მიმართებაში, არამედ ის ჩანაცვლდეს ობიექტური ინფორმაციით.

ამას ემსახურება ეს მედია პლატფორმა და აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ახალგაზრდების როლი, მათი გადმოსახედიდან ისინი როგორ იყენებენ იდეას პოზიტიური ცვლილებებისათვის და საზოგადოების ინფორმირებულობისათვის", -განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა