ნიკოლოზ სამხარაძე „ახალი თაობა პლურალიზმისა და დემოკრატიისთვის" ფორუმის მონაწილეებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე „ახალი თაობა პლურალიზმისა და დემოკრატიისთვის" ფორუმის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციასა და „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ" პარლამენტის რეზოლუციაზე ისაუბრა, რომელიც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, რუსეთის უკანონო ქმედებებს და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთზე მოპოვებულ მნიშვნელოვან გამარჯვებას.

ფორუმის მონაწილეებთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო