ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, გადაიყვანონ სასამართლოში, სადაც უნდა იყოს ღია პროცესი და ქართველი ხალხის წინაშე ილაპარაკებს სიმართლეს

სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია შეასრულა. მან ისეთი განსაწმენდელი გაიარა, არავის რომ გაუვლია ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას შემდეგ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, სააკაშვილი მის თვალში გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე „ვარდების რევოლუციის“ დროს იყო.

„ეს პირადი ამოცანა მას შესრულებული აქვს - ემოციური და მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს, მაგრამ ის აქ არა იმიტომ ჩამოვიდა, რომ საკუთარი თავი გაესუფთავებინა. ის აქ იმისთვის ჩამოვიდა, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და გადარჩეს. ეს ამოცანა, მისი აზრით, მიღწეული ჯერჯერობით არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ ძალიან შეთანხმებული, მკაფიო და თანმიმდევრული ქმედებების პირობებში, ეს ამოცანა შესრულებადია“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, მან მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესს ეხება.

ადვოკატის თქმით, სულ მალე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გავრცელდება, რომელშიც საუბარია უსამართლო სასამართლოს უფლებაც კი წართმეული აქვს.

„სააკაშვილის მიმართვაში ნათქვამია, რომ მას უსამართლო სასამართლოს უფლებაც კი წართმეული აქვს. ნულოვანი ნდობა აქვს ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს მიმართ. მიუხედავად მისი სისუსტისა, ის ითხოვს, რომ გადაიყვანონ სასამართლოში, სადაც ღია პროცესი უნდა იყოს და ის ქართველი ხალხის წინაშე ილაპარაკებს სიმართლეს. მას არ აინტერესებს, როგორი იქნება პროკურორების, სასამართლოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღქმა. ის ხაზს უსვამს, რომ შესთავაზა ბიძინა ივანიშვილს პლატფორმა, რომელსაც ის უპირობოდ ენდობა. ის სრულფასოვნად მიიღებს მონაწილეობას ამაში. ეს იქნება სპეციალურად შექმნილი სასამართლო. გასაგებია, რომ კონსტიტუცია სპეციალურ სასამართლოებს გამორიცხავს, მაგრამ ეს იქნება რაღაც ფორმატი, რომელსაც ენდობა როგორც ხელისუფლება, ისე სააკაშვილი. ის ქართველი ხალხის წინაშე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას, თუ ეს სასამართლო იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. ასეთი პლატფორმა, ჯერჯერობით, საქართველოში არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილს ასეთი სასამართლოსი არ ეშინია, სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად ეცდება, რომ ეს არ დაუშვას, რადგან მას ეშინია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მიუხედავად მისი სისუსტისა, ის ითხოვს, რომ გადაიყვანონ სასამართლოში, სადაც ღია პროცესი უნდა იყოს და ის ქართველი ხალხის წინაშე ილაპარაკებს სიმართლეს.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს