ვახტანგ კალოიანი - არ ველოდები, რომ ამ გამოშიგნულ „მწვანე პასპორტს“ პრაქტიკული შედეგი ექნება ვაქცინაციაზე

არ ველოდები, რომ ამ გამოშიგნულ „მწვანე პასპორტს“ პრაქტიკული შედეგი ექნება ვაქცინაციაზე , - ამის შესახებ “ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ კალოიანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისი თქმით, „მწვანე პასპორტის“ იდეა სწორი და გამართულია, თუ რეალური შინაარსი აქვს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნა რიგ ადგილებში არ არის, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია.

„რეალურად „მწვანე პასპორტი“ მხოლოდ გასართობი დაწესებულებებისთვის და რესტორნებისთვის არის. არ არის მოლებისთვის, სავაჭრო დაწესებულებებისთვის, ტრანსპორტისთვის, საზოგადოებრივი სივრცეებისთვის, სამთავრობო დაწესებულებებისთვის. ანუ, იმ ადგილებისთვის, სადაც გავრცელება ყველაზე მეტია. ჩვენ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი გვყავს 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები, იმათი სტიმულაციისთვის საპენსიო დანამატში არის ლოგიკა, მაგრამ მთელი შეცდომა რაშია - თუ ჩვენ ყველა მიმართულებით კომპლექსურად არ ვიმუშავებთ, ცალ-ცალკე მიმართულებები შედეგს არ იძლევა“, - აცხადებს კალოიანი.

როგორც კალოიანი აღნიშნავს, დღევანდელი ფორმით „მწვანე პასპორტის“ მექანიზმს ვაქცინაციის ტემპზე პრაქტიკული გავლენა ვერ ექნება.

„ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იქნებოდა „მწვანე პასპორტს“ რეალური შინაარსი რომ ჰქონოდა. ყველაზე გამავრცელებელ და რისკის ადგილებში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა რომ ყოფილიყო, ამას ექნებოდა სტრატეგიული გავლენა ვაქცინაციაზე. ამ გამოშიგნულ „მწვანე პასპორტს“ არ ველოდები, რომ რაიმე პრაქტიკული შედეგი ექნება, სამწუხაროდ“, - განაცხადა კალოიანმა.

ამასთან, მისი თქმით, რესტორნებთან დაკავშირებით, დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს, სამუშაო საათებზე შეზღუდვების მოხსნას, აბსოლუტურად სწორია, თუ რესტორანში მოქმედებს „მწვანე პასპორტი“.

„მაგრამ, აქ არის, ერთი მაგრამ... თანამშრომელი არ არის ვალდებული იყოს აცრილი“, - აღნიშნა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა