გიგა ბოკერია - ყოფილი პრეზიდენტის, რომელსაც ამაზრზენად მოექცნენ, გათავისუფლება, ლეგიტიმური მოთხოვნაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ რეალისტურია

ყველა პოლიტპატიმრის და განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, რომელსაც ასე ამაზრზენად მოექცნენ, გათავისუფლება ლეგიტიმური მოთხოვნაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა რეალისტურია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოქალაქეთა მობილიზება იქნებოდა პოლიტიკური დევნის შეჩერებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.

„ჩვენ ვთვლიდით, რომ მეორე ტურამდე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა მცდარი იყო არა იმიტომ, რომ გათავისუფლება არ არის სწორი მოთხოვნა. ჩვენ ვამბობდით, რომ პირიქით, მეორე ტურზე მოქალაქეთა მობილიზება იყო ნაბიჯი პოლიტიკური დევნის შეჩერებისკენ, რაც მოხდება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის მორყევის ან მშვიდობიანად შეცვლის შემდეგ. ყველა პოლიტპატიმრის და განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, რომელსაც ასე ამაზრზენად მოექცნენ, გათავისუფლება ლეგიტიმური მოთხოვნაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა რეალისტურია.

ეს რეჟიმი უბრალო უმრავლესობით რომ მარცხდებოდეს, ავტორიტარული არ იქნებოდა. ბათუმში რეალურად მოიგო იმ ხალხმა, ვისაც უნდოდა ცვლილება, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმ მანიპულაციების გამო, რომელსაც მიმართეს. ოღონდ ამ მანიპულაციებს აქვს ზღვარი და ეს ვნახეთ წალენჯიხაში. ისეთი მხარდაჭერა უნდა მოვიპოვოთ, რომელსაც ეს ვერ გადაწონის. 200 000 ადამიანით ნაკლები მოვიდა ამ არჩევნებზე, ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე. თბილისში, თუ არ ვცდები, 80 000-ით ნაკლები მოვიდა. ახლა ვერ შევძელით ამ ხალხის მობილიზება და ყველას ამოცანა უნდა იყოს მუშაობა ამ ადამიანებისთვის ნდობის დაბრუნებაზე პოლიტიკური პროცესების მიმართ. ნდობას აზარალებს არათანმიმდევრულობა, არალოგიკურობა და ცრუ მოლოდინების შექმნა“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, საკრებულოებისგან განსხვავებით, ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას აზრი არ აქვს.

„პარლამენტისგან განსხვავებით, ზოგ საკრებულოში ოპოზიციას უმრავლესობა აქვს და მათ ივანიშვილის რეჟიმის მორყევის შესაძლებლობა აქვთ. ამ პარლამენტში დემოკრატიული ოპოზიცია, არ ვგულისხმობ ელისაშვილს, იმიტომ ხომ არ შევიდა, რომ ლეგიტიმაცია მისცეს, არამედ იმიტომ, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმები მომხდარიყო, რეფერენდუმის საკითხი და საარჩევნო ბარიერის საკითხი დამდგარიყო. წინა 3 საკითხი ივანიშვილის რეჟიმმა, როგორც ვვარაუდობდით, დემონსტრაციულად გადააგდო ყველა, ვინც შეთანხმებაში იყო. „ლელოს“ თავმჯდომარემ როდესაც განაცხადა, რომ პარლამენტიდან გავიდა და იქ ხალხს „ტაში მოწყვიტა“ და მერე გაირკვა, რომ მისი პარტია რჩება, მე მგონია, რომ ეს არათანმიმდევრულობა ალოგიკურია და საზოგადოების ნაწილის აბუჩად აგდებაც კი არის.

იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს არ მოუწევს ციხეში 6 წელი ჯდომა, ოღონდ სხვებისგან განსხვავებით, უპასუხისმგებლო განაცხადს, რომ ვინმეს გარანტიას ან განცდას აძლევდე, რომ „ჩამოდი და ვერ დაგიჭერენ“. უპასუხისმგებლობა არის, თუ შენ ჰპირდები შენს პარტნიორს, მითუმეტეს შენი პარტიის ლიდერს იმას, რაც ხელში არ გიჭირავს. მისი პატიმრობა არ არის მისი პარტიის ან მისი პერსონალური პრობლემა. ეს არის ქვეყნის პრობლემა, მათ შორის იმ ადამიანებისაც, ვისაც ძალიან არ მოსწონს სააკაშვილი ან მთლიანი ყოფილი ხელისუფლება. პრინციპული საკითხია მისი პატიმრობის შეწყვეტა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას ან პოლიტპატიმარს ტყუილი ვუთხრათ, რომ ახლავე შევძლებთ შენს გათავისუფლებას ისე, რომ ივანიშვილის რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში. ეს ალოგიკურია“, - განაცხადა ბოკერიამ.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა