პარტია „დროა“ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას გამართავს

დღეს პარტია „დროა“ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ხოშტარიას თქმით, აქციის მთავარი მოთხოვნები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომა, ბათუმის საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზის გამოძიება და საქმეში მონაწილე პირთა დასჯა იქნება.

„ხვალ თბილისშიც უნდა ამოვიღოთ ხმა!

გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე!

სასწრაფოდ გამოიძიონ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე და მისი გარდაცვალების მიზეზები!

დაისაჯოს ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი!

25 ნოემბერი, 12:00 საათი, ვიკრიბებით „ქართული ოცნების“ ოფისთან (ერეკლე მეორეს მოედანი N3)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვა და დაშინება. ნუგზარ ფუტკარაძე ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია, პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე!“ - წერს ხოშტარია „ფეისბუქზე“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს