სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ორი პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში, რის შემდეგაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად, ავანსის სახით მოითხოვეს და მიიღეს ჯამში 757 061 ლარი, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 304 363 ლარს და არ შეასრულეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა