ჯივიპი, 25 ნოემბერს, ისნის რაიონში, ვაზისუბნის სატუმბო სადგურში აუცილებელ სამუშოებს ჩაატარებს

დღეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, ბეგიაშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ვაზისუბნის სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი ტუმბო-აგრეგატის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით კი, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 25 ნოემბერს, საღამოს 22:00 საათიდან 26 ნოემბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ისნის რაიონში: ვაზისუბნის I-IV მიკრორაიონებს, ვაზისუბნის დასახლებას, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, ხელოვანთა, დავითაიას, მუსხელიშვილის, ლეჟავას, პატარიძის, მშველიძის, ვაზის, მთის ძირის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, გარე კახეთის, დოლაბაურის, დოესის, სამასი არაგველის, ბოჭორმის და მიმდებარე ქუჩებს; ყვარლის, შანდორ პეტეფის, წულუკიძის ქუჩების და ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა