„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმებული კონტრაქტებიდან 33.8 მლნ ლარის კონტრაქტები  „ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანიებზე მოდის

გამარტივებული შესყიდვის გზით სამშენებლო მომსახურებაზე გაფორმებული კონტრაქტებიდან 33.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები პარტია „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანიებზე მოდის. აღნიშნულის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია საუბარი.

როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაშია მითითებული, გამარტივებული შესყიდვის გზით სახელისუფლო პარტიის შემომწირველებთან კონტრაქტების გაფორმება კორუფციულ გარიგებებზე აჩენს ეჭვს.

„2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე სახელმწიფომ სამშენებლო მომსახურების შესყიდვის 4,500-მდე კონტრაქტი გააფორმა გამარტივებული გზით. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 125 მლნ ლარამდეა.

გამარტივებული შესყიდვის გზით სამშენებლო მომსახურებაზე გაფორმებული კონტრაქტებიდან 33.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები პარტია „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანიებზე მოდის.

33.8 მლნ ლარი 31 კომპანიაზე და ერთ ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2016-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 1.1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს.

გამარტივებული შესყიდვის გზით სახელისუფლო პარტიის შემომწირველებთან კონტრაქტების გაფორმება კორუფციულ გარიგებებზე აჩენს ეჭვს.

2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში პირდაპირი შესყიდვის გზით კონტრაქტები 72-მა ახლად დაფუძნებულმა კომპანიამ მიიღო. სახელმწიფო უწყებებმა მათ კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 6 თვეში გაუფორმეს. აღნიშნულ კომპანიებს ჯამში 200 კონტრაქტი გაუფორმდათ, რომელთა ჯამური ღირებულება 3.8 მლნ ლარია. კომპანიების ნაწილს და მათ მფლობელებს ბიზნეს საქმიანობის გამოცდილებაც კი არ გააჩნდათ.

43-მა კომპანიამ კონტრაქტები დაფუძნებიდან 3 თვეზე ნაკლებ დროში მიიღეს, ხოლო 8 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა. მათ შორის, 2 კომპანია - შპს „ბურღი“ და შპს „ხარისხი 2021“ ერთი დღის დაფუძნებული იყო, რომლებმაც ჯამში 243,000 ლარის კონტრაქტები მიიღეს.

ახლად დაფუძნებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, მითუმეტეს გამარტივებულ შესყიდვებში, კორუფციის ალბათობას ზრდის და ამასთან ერთად, გამოუცდელი კომპანიისგან მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ხარისხიც დგება ეჭვს ქვეშ”, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის რეკომენდაციაა, კორუფციის ნიშნების შემცველი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებით საგამოძიებო უწყებები უფრო მეტად დაინტერესდებოდნენ; შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ახლად დაფუძნებულ, გამოუცდელ კომპანიებთან გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების დადებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი, ან ასეთი გადაწყვეტილებები ჩვეულებრივზე უფრო მაღალი სტანდარტით დაასაბუთონ.

https://transparency.ge/ge/post/pandemiis-dros-samsheneblo-sektorshi-saxelmcipos-mier-dadebuli-gamartivebuli-shesqidvebis?fbclid=IwAR1lSNarxAVni3z-aYy_MFaGQh-PTnXeIBi0yI5pWjGLlupPCu3_A19HJu4

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს