მოსამართლეობის კანდიდატი - ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია დარღვევა არ იქნება

ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება დარღვევა,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გენადი მაკარიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მისი მოსმენისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, იმდენად დიდია დღეს ვირუსის უარყოფიი შედეგი და რისკი იმისა, რომ ადამიანმა სხვა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, რომ ვაქცინაციის სავალადებულობა დარღვევა ვერ იქნება, თუმცა, მისივე თქმით, ადამიანს უნდა ჰქონდეს ვაქცინის არჩევის თავისუფლება.

„მე პირადად აცრილი ვარ და ჩემი ოჯახის წევრები. მე ვფიქრობ, რომ იმდენად დიდია დღეს ამ ვირუსის უარყოფითი შედეგი და იმდენად დიდია რისკი, თავად ადამიანებმა სხვა ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება დარღვევა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ თავად რომელი ვაქცინა გავიკეთო, ამ კუთხით ვერ გადამიწყვეტ, არჩევანის საშუალება უნდა მომცე. ეს გარდა იმისა, რომ ჩვენი პირადი სიცოცხლისთვის არის აუცილებელი, ჩვენ ირგვლივ მყოფებსაც ვიცავთ. თუ იმ კუთხით შევხედავთ, როგორიც დღეს ისმის შიგადაშიგ საზოგადოებაში, მაშინ უსაფრთხოების ღვედს რატომ ვავალებთ მძღოლს, რომ გაიკეთოს,“- განაცხადა გენადი მაკარიძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს