ნონა მამულაშვილი - რატომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში იყოს? - რაც შეეხება ჩემს მანდატს, თუ პარლამენტს მთლიანად პარტია არ დატოვებს, მომიწევს მათ გადაწყვეტილებას დავემორჩილო

რატომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი სახლში იყოს გადაყვანილი, რა პრობლემაა? კაცი თავისი ფეხით ჩამოვიდა საქართველოში, გაქცევას ხომ არ აპირებს არსად, რატომ არ შეიძლება შინაპატიმრობაში იყოს? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უამრავი მექანიზმის პოვნა შეიძლება.

რაც შეეხება სასამართლოს, ნონა მამულაშვილის განცხადებით, არსებობს იურიდიული მექანიზმები, რომლითაც შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებელი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგეს.

„როდესაც პოლიტიკური ნება არსებობს და გინდა რეალურად, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილრება იყოს მიღებული, შეიძლება უამრავი მექანიზმის პოვნა. როდესაც პოლიტიკური ნება არ არის და რჩება პოლიტიკური დევნის მსხვერპლად, მაშინ გადაწყვეტილებას მიიღებს მურუსიძე და ჩინჩალაძე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეიძლება ახლავე გავაჟღეროთ - მიუსჯიან 6 და კიდევ ერთ 6 წელიწადს, შეეცდებიან მაქსიმალურად დაუმატონ, შეიძლება პიჯაკებთან და ყვავილებთან ერთად შოკოლადის ყიდვის საქმე წამოიწყონ და ამაზეც მიუსაჯონ 1-2 წელი. ეს ხომ რეალური არაა. ვსაუბრობთ სასამართლოზე, რომელიც ჩვეულებრივი ცირკია და მართავს ბიძინა ივანიშვილი. ამ ადამიანებმა როგორ უნდა გაასამართლონ მიხეილ სააკაშვილი? მესმის, რომ ლეგიტიმური კითხვები არსებობს და მიხეილ სააკაშილი მზადაა, რომ გასცეს პასუხი, მაგრამ მურუსიძე-ჩინჩალაძეს როგორ უნდა გასცეს პასუხი?“,- განაცხადა მამულაშვილმა.

რაც შეეხება იმას, ძალაშია თუ არა მისი გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის დეპუტატის მანდატი დატოვოს, მამულაშვილი ამბობს, რომ ამას ეფექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ პარლამენტს მთლიანად პარტია დატოვებს და თუ ასე არ მოხდება, მოუწევს პარტიის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.

„ისევ იმ აზრზე ვარ. ამან რომ შესაბამისი რეზულტატი მოიტანოს, მთლიანად პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ინდივიდუალურად მეც და ანა წითლიძეც მზად ვართ, დავტოვოთ მანდატები, მაგრამ ეფექტისთვის მნიშვნელოვანი იქნება, პარტია შეთანხმდეს. როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება შემოღებული და მივიღებთ მონაწილეობას, აუცილებლად დავტოვებთ, იქამდე, თუ პარტია არ მიიღებს პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებას, მომიწევს პარტიის გადაწყვეტილებას დავემორჩილო“, - განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: რატომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში იყოს? - რაც შეეხება ჩემს მანდატს, თუ პარლამენტს მთლიანად პარტია არ დატოვებს, მომიწევს მათ გადაწყვეტილებას დავემორჩილო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა