„ქართული ოცნების” ოფისთან „დროას” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები თორნიკე რიჟვაძის გადადგომას მოითხოვენ

”ქართული ოცნების” ოფისთან პარტია „დროას” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე განგაშის სირენა ჩართეს, რადგან მათი განცხადებით, ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა. ამასთან, მათ ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით - ,,ქართული ოცნება კლავს”, „თორნიკე რიჟვაძე კლავს“.

მმართველი პარტიის ოფისთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ოფისთან მისვლის უფლებას არ აძლევენ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც პარტიის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა