საგამოძიებო სამსახურის უფროსი ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს შეხვდა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა უწყების სხვა ხელძღვანელ პირებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს, გუნდის ხელმძღვანელ ტიბორ დრასკოვიჩს და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროს ექსპერტ ჰენდრიკუს (ჰარი) ვან ბოქსმეერს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

შეხვედრის მიზანს ხსენებული პროექტის ფარგლებში (რომელიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება) საგამოძიებო სამსახურთან შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივის შეფასება და საამისოდ კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა. ყურადღება გამახვილდა საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებზე. პროექტი ითვალისწინებს დახმარებას ბენეფიციარი სახელმწიფო უწყებებისთვის კვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების სექტორს, მისი ერთ-ერთი კომპონენტის - ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ სამუშაო ფორმატში ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე, შესაბამისი კომპეტენციის პირთა აქტიური ჩართულობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა