ხათუნა სამნიძე - #freemisha კამპანია არ არის ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი - ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილმა დაინახა, რომ ეს არის ცალკე გასაკეთებელი კამპანია

#freemisha კამპანია არ არის ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი, ვფიქრობ, ეს დაინახა მესამე პრეზიდენტმა და თვლის, რომ ეს არის ცალკე გასაკეთებელი კამპანია, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის დაკავშირებული, ხოლო მთლიანად ოპოზიციის დღის წესრიგი ახლა რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ორიენტირება უნდა იყოს.

„მე ამ იდეის დეტალები არ ვიცი, მაგრამ #freemisha კამპანია, მიშას გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ არის ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი. ვფიქრობ, რომ ეს დაინახა მესამე პრეზიდენტმა და ის თვლის, რომ ეს არის ცალკე გასაკეთებელი კამპანია.

დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რომ შევძლოთ და მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ მე ვფიქრობ და ამ შემთხვევაში ვსაუბრობ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით, რომ სანამ რიგგარეშე არჩევნების მოპოვებას შევძლებთ, სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია სწორედ ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობით ქართულმა ოცნებამ კენჭისყრაზე დასვას საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ მივიღოთ ეს ცვლილებები,“ - განაცხადა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა