პაატა მანჯგალაძე - ეს არის კვაზი პროცესი მოსამართლეების შერჩევის, ჯიბის სასამართლოს შერჩევაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ!

ეს არის კვაზი პროცესი მოსამართლეების შერჩევის, ჯიბის სასამართლოს შერჩევაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს გამოეხმაურა.

მანჯგალაძის თქმით, პროცესი ფორმალურია და მასში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს.

"ვეთანხმები ევროკავშირის ელჩის ყველა სიტყვას. ეს პროცესი არ არის ის პროცესი, რაც საქართველოს მოუტანს თავისუფალ და სამართლიან სასამართლოს, ეს არის ჯიბის მოსამართლეების დანიშვნა ჯიბის სასამართლოში. ეს არის ფორმალური პროცესი, მოვალეობის მოხდის მიზნით ფორმალურად უსვამენ კითხვებს მოსამართლეებს და ამით არც კეთილსინდისერების ტესტის დადგენა და პროფესიონალიზმის შემოწმება არ ხდება,"- განაცხადა მანჯაგალაძემ.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის პროცესის დასაკვირვებლად პარლამენტში მიგვიწვიეს, რაზედაც უარი ვთქვით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს არის იმ პროცესის ნაწილი, რაზედაც აპრილის შემდეგ ვაკეთებთ კომენტარს და რასთან დაკავშირებითაც გვაქვს წუხილი, რომ არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას და არც ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარების მისაღებად წაყენებულ პირობებს“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა