გენადი მაკარიძის განცხადებით, საზოგადოებრივი აზრი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს

საზოგადოებრივი აზრი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს - მოსამართლემ შინაგანი რწმენაც კი, მხოლოდ მტკიცებულების საფუძველზე უნდა ჩამოიყალიბოს, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილმა გენადი მაკარიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

მაკარიძის თქმით, თუკი ისეთი მოსამართლეები გვეყოლება, ვინც გადაწყვეტილებას შექმნილი აჟიოტაჟის გამო მიიღებს, ასეთი გადაწყვეტილება სწორი არ იქნება. მან აქვე დასძინა ისიც, რომ შეიძლება საზოგადოებრივი აზრი იმ გადაწყვეტილებას ემთხვეოდეს, რომლის გამოტანასაც მოსამართლე აპირებს და ეს ვინმემ ისე არ უნდა გაიგოს რომ, რომ არა საზოგადოების აქტიურობა, მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა.

“შეიძლება რაღაც საკითხი საზოგადოების დიდი ჯგუფისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ მოსამართლე ყოველთვის იმ კანონის ფარგლებში რჩება, რაც განსახილველ დავას ეხება. გადაწყვეტილებასაც იმ ფაქტებიდან გამომდინარე იღებს, რაც განსახილველ საქმეშია მოცემული. შეიძლება საქმე საზოგადოებრივად არ იყოს ცნობადი, პროცესს მხოლოდ მოსარჩელე და მოპასუხე ესწრებოდეს და საქმის მიმართ სხვას ინტერესი არ ჰქონდეს, მაგრამ მოსამართლემ როგორც არ უნდა შეხედოს, რომ ერთი მხარე მორალურად მართალია, ამაზე დაყრდნობით გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს - მხოლოდ მტკიცებულებები! ის მტკიცებულებები, რაც მას საქმეში აქვს წარმოდგენილი“, - განაცხადა გენადი მაკარიძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა