„დროას“ წევრი - ელენე ხოშტარია ჯერ ისევ სუსტადაა, საკვების მიღება დაიწყო, მაგრამ გარკვეული პრობლემა შეიქმნა - მცირე დისტანციას გადის, მაგრამ უჭირს

„დროას“ პოლიტსაბჭოს წევრის, მაკო ჭოღოშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას კლინიკიდან გაწერაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის.

როგორც ჭოღოშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხოშტარიას დამატებითი კვლევები ჩაუტარდა და ასევე, მუდმივად უტარდება გადასხმები.

„ელენეს ჯერჯერობით კვლავ აქვს სისუსტე. მცირე საკვების მიღება დაიწყო, ცოტა პრობლემა შეიქმნა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მოსალოდნელი გართულებაა. პროფესიონალი და გულისხმიერი ექიმების ხელში ვართ. ელოდებიან გაუმჯობესებას, ჯერჯერობით გაწერაზე არაფერი უთქვამთ. მყარი საკვების მიღება უნდა დაიწყოს და შეხედონ. დამატებითი კვლევები დასჭირდა. ძნელად დადის, პატარა დისტანციას გადის, მაგრამ უჭირს. მოსალოდნელი გართულებები აქვს საჭმლის გადამუშავებასთან დაკავშირებით, აქამდე სითხეებზე იყო, ახლა მიიღო ცოტა ფაფა და ყველი და ამან ცოტა დისკომფორტი გამოიწვია“,- განაცხადა მაკო ჭოღოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა. შიმშილობის შემდეგ კი სარეაბილიტაციო კურსს „ნიუ ჰოსპიტალში“ გადის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს